წარმატებულად დამთავრდა პროექტებით სწავლების ტრენინგი. შევეცდები მიღებული ცოდნა გამოვიყენო პრაქტიკაში. ყველას გისურვებთ წარმატებას!..
ეთერის ბლოგი
პროექტებით სწავლება
Saturday, November 15, 2014
Sunday, November 2, 2014
Sunday, October 26, 2014
Saturday, October 25, 2014
მესამე დღის რეფლექსია
მესამე დღის რეფლექსია
შევისწავლეთ პროექტის გეგმის შაბლონის შევსება. ამისათვის განვახორციელეთ ჩემთ
ვის უცხო ოპერაციები. ასე რომ, ბევრი რამ ახალი ვისწავლე.
დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი ვარ.
შევისწავლეთ პროექტის გეგმის შაბლონის შევსება. ამისათვის განვახორციელეთ ჩემთ
ვის უცხო ოპერაციები. ასე რომ, ბევრი რამ ახალი ვისწავლე.
დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი ვარ.
პირველი მოდულის რეფლექსია
პროექტებით სწავლება
მოდული I(ორი დღე)
ამ მოდულის გავლისას ჩვენ შევისწავლეთ პორთფოლიოს საქაღალდის შექმნა და მასში ხსხვადასხვა აუცილებელი მასალების კლასიფიკაცია-განთავსება. ყოველივე ეს იყო ძალიან საინტერესო და საჭირო.
Sunday, March 23, 2014
პროექტი მათემატიკაში
პროექტის სახელწოდება
|
მათემატიკა, ხელობა და ხელოვნება.
|
პროექტის მთავარი იდეა
(თემა) 1-2 წინადადებით
|
თემა:
გეომეტრიული ფიგურები და გარდაქმნები
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ხელობის სხვადასხვა
დარგის და ხელოვნების იმ ნიმუშებების შესახებ, სადაც გამოიყენება გეომეტრიული ფიგურები
გარდაქმნები
|
პროექტის აქტუალობა
|
მოსწავლეები შეიძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს იმის შესახებ თუ როგორ
გამოიყენონ მათემატიკა (გეომეტრია) სხვადასხვა კვლევებისათვის რეალურ ცხოვრებაში.
|
პროექტის მიზნები
|
გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, მათი სახეობების შედარება და კლასიფიცირება.
გეომეტრიული ობიექტების
წარმოდგენა ამოცანის კონტექსტის შესაბამისად.
ორნამენტებში
გამოყენებული ეომეტრიული გარდაქმნების ამოცნობა
დასმული ამოცანის
ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება.
|
მონაწილეთა სწავლების საფეხური
|
VII კლასი
|
ხანგრძლივობა
|
1 თვე
|
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას
|
მოსწავლეები დაამყარებენ კონტაქტს სხვადასხვა დარგის ხელობის მქონე ადამიანებთან;
მათი გამოკითხვის, სამუშაო პროცესზე და ხელობის ნიმუშებზე დაკვირვების გზით მოიპოვებენ,
დაახარისხებენ და მონაცემთა წარმოდგენის ხელსაყრელი ფორმებით წარმოადგენენ საჭირო
ინფორმაციას.
ინტერნეტის მეშვეობით მოიძიებენ
ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშებს, სადაც გამოყენებული იქნება გეომეტრიული ფიგურები
და გეომეტრიული გარდაქმნები(ღერძული სიმეტრია ,პარალელური გადატანა); გააკეთებენ
ანალიზს, მოახდენენ მოახდენენ მათ კლასიფიკაციას და წარმოადგენენ ხელსაყრელი ფორმით.
თემასთან დაკავშირებით შექმნიან
ვიდეო, ფოტო და გრაფიკულ მასალას.
შეადგენენ პრეზენტაციებს.
|
უნარ-ჩვევები
|
ამ პროექტზე
მუშაობით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ანალიტიკური აზროვნების,
სინთეზური აზროვნების,შემოქმედებითი და კრიტიკული
აზროვნების უნარ-ჩვევები, ისწავლიან
პროექტზე მუშაობას,
შეისწავლიან სხვადასხვა
კომპიუტერულ პროგრამებს.
|
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
|
კომპიუტერული ლაბორატორია (ინტერნეტი),ფოტო და ვიდეო აპარატი.საკანცელარიო
ნივთები.
|
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
|
მოსწავლეები ჩაატარებენ გამოკითხვას სხვადასხვა დარგის ხელობის
სპეციალისტებთან; ინტერნეტის მეშვეობით მოიძიებენ ინფორმაციას ხელოვნების სხვადასხვა
ნიმუშების შესახებ; შექმნიან საჭირო ვიდეო, ფოტო და გრაფიკულ მასალებს. მოახდენენ
მოძიებული ინფორმაციის ანალიზს, კლასიფიკაციას და წარმოადგენენ ხელსაყრელი ფორმით.
ქმნიან ელექტრონულ
პორტფოლიოს.
ამზადებენ პრეზენტაციებს.
|
საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
|
მათ. VII.9. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა,
მათი სახეობების შედარება და კლასიფიცირება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· არქიტექტურისა
და ხელოვნების ნიმუშებში ან მათ ილუსტრაციებში, ყოფითი დანიშნულების საგნებში ასახელებს
მისთვის ნაცნობ გეომეტრიულ ფიგურებს ან მათ ნაწილებს;
· ასახელებს
ფიგურას მისი ნიშან-თვისებების მიხედვით, მსჯელობს ფიგურის ამოსაცნობად მათი საკმარისობის/არასაკმარისობის
შესახებ.
მათ. VII.10. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ობიექტების
წარმოდგენა ამოცანის კონტექსტის შესაბამისად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· აგებს დასმული
ამოცანის შესაბამის ნახაზს და ადეკვატურად იყენებს ასოით აღნიშვნებს;
მათ. VII.14. მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად
საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
მათ. VII.15. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი
მონაცემების მოწესრიგება და წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად
ხელსაყრელი ფორმით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
ეთერ კაპანაძე
|
Subscribe to:
Posts (Atom)