Sunday, March 23, 2014

პროექტი მათემატიკაში

პროექტის სახელწოდება
მათემატიკა, ხელობა და ხელოვნება.
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით
თემა:  გეომეტრიული ფიგურები და გარდაქმნები
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ხელობის სხვადასხვა დარგის და ხელოვნების იმ ნიმუშებების შესახებ, სადაც გამოიყენება გეომეტრიული ფიგურები გარდაქმნები
პროექტის აქტუალობა
მოსწავლეები შეიძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს იმის შესახებ თუ როგორ გამოიყენონ მათემატიკა (გეომეტრია) სხვადასხვა კვლევებისათვის რეალურ ცხოვრებაში.
პროექტის მიზნები
გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, მათი სახეობების შედარება და კლასიფიცირება.
გეომეტრიული ობიექტების წარმოდგენა ამოცანის კონტექსტის შესაბამისად.
ორნამენტებში გამოყენებული ეომეტრიული გარდაქმნების ამოცნობა
დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება.

მონაწილეთა სწავლების საფეხური
VII კლასი
ხანგრძლივობა
1 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას
   მოსწავლეები დაამყარებენ კონტაქტს სხვადასხვა დარგის ხელობის მქონე ადამიანებთან; მათი გამოკითხვის, სამუშაო პროცესზე და ხელობის ნიმუშებზე დაკვირვების გზით მოიპოვებენ, დაახარისხებენ და მონაცემთა წარმოდგენის ხელსაყრელი ფორმებით წარმოადგენენ საჭირო ინფორმაციას.
   ინტერნეტის მეშვეობით მოიძიებენ ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშებს, სადაც გამოყენებული იქნება გეომეტრიული ფიგურები და გეომეტრიული გარდაქმნები(ღერძული სიმეტრია ,პარალელური გადატანა); გააკეთებენ ანალიზს, მოახდენენ მოახდენენ მათ კლასიფიკაციას და წარმოადგენენ ხელსაყრელი ფორმით.
   თემასთან დაკავშირებით შექმნიან ვიდეო, ფოტო და გრაფიკულ მასალას.
შეადგენენ პრეზენტაციებს.
უნარ-ჩვევები
ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ანალიტიკური აზროვნების, სინთეზური აზროვნების,შემოქმედებითი და  კრიტიკული აზროვნების  უნარ-ჩვევები, ისწავლიან პროექტზე მუშაობას, შეისწავლიან სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
კომპიუტერული ლაბორატორია (ინტერნეტი),ფოტო და ვიდეო აპარატი.საკანცელარიო ნივთები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
მოსწავლეები ჩაატარებენ გამოკითხვას სხვადასხვა დარგის ხელობის სპეციალისტებთან; ინტერნეტის მეშვეობით მოიძიებენ ინფორმაციას ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშების შესახებ; შექმნიან საჭირო ვიდეო, ფოტო და გრაფიკულ მასალებს. მოახდენენ მოძიებული ინფორმაციის ანალიზს, კლასიფიკაციას და წარმოადგენენ ხელსაყრელი ფორმით.
ქმნიან ელექტრონულ პორტფოლიოს.
ამზადებენ პრეზენტაციებს.
საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
მათ. VII.9. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, მათი სახეობების შედარება და კლასიფიცირება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      არქიტექტურისა და ხელოვნების ნიმუშებში ან მათ ილუსტრაციებში, ყოფითი დანიშნულების საგნებში ასახელებს მისთვის ნაცნობ გეომეტრიულ ფიგურებს ან მათ ნაწილებს;
·      ასახელებს ფიგურას მისი ნიშან-თვისებების მიხედვით, მსჯელობს ფიგურის ამოსაცნობად მათი საკმარისობის/არასაკმარისობის შესახებ.
მათ. VII.10. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ობიექტების წარმოდგენა ამოცანის კონტექსტის შესაბამისად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      აგებს დასმული ამოცანის შესაბამის ნახაზს და ადეკვატურად იყენებს ასოით აღნიშვნებს;
მათ. VII.14. მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • განასხვავებს თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემებს, იყენებს მონაცემთა შეგროვების შესაფერის საშუალებას (გაზომვა, დაკვირვება);
  • მოცემულ თემასთან დაკავშირებით სვამს კითხვებს, განსაზღვრავს რესპონდენტებს და მოიპოვებს საჭირო მონაცემებს;
მათ. VII.15. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოწესრიგება და წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ახდენს თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა დალაგებას/კლასიფიკაციას, წარმოადგენს მონაცემებს სიის/პიქტოგრამების სახით, მსჯელობს დალაგების/კლასიფიკაციის პრინციპზე;

პროექტის ხელმძღვანელი
ეთერ კაპანაძე

No comments:

Post a Comment